ჯვარის ხუცობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:57, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯვარის ხუცობა – ზეპისიტყვიერი მყარი ტექსტი, რომელსაც ხუცესი ასრულებდა ხატისადმი მსხვერპლის შეწირვისა თუ „სადიდებელთა“ რიტუალის დროს. მისი შინაარსი ხატისადმი მიმართვას და მლოცველებისადმი მოწყალების გამოთხოვას წარმოადგენს.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935, გვ. 248; მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, III, გ. ჩიტაიას რედაქციით, გვ. 194.