ფავლენიშვილი (პოეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფავლენიშვილი — (XVII ს.) პოეტი. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ მოიპოვება. არჩილ მეფე მას მოიხსენიებს თავის ტრაქტატში „ძველთა და ახალთა საქართველოს მოლექსეთათვის“, სადაც ნათქვამია შემდეგი: „ჯაგლაგსა ფავლენისშვილსა არვინ ათხოებს ყურსაო, მას ვერცხლი დაუმსხვრევია და ვეღარ დაუყურსაო. სულ მელექსენი შევყარე, მაგრამ ამ ორთა მშურსაო, რა დავაბრალო ჯაგლაგსა, ვერ იპყვეს ბედაურსაო“.