აბაშიძე ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:04, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაშიძე ლადო (1849–? ) — პოეტი, თეატრალი. დაასრულა თბილისის პირველი გიმნაზია. აქტიურად მონაწილეობდა ნ. ავალიშვილის მიერ 1867 წ. ჩამოყალიბებული დრამატული წრის საქმიანობაში. 1872 წლიდან მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა დასავლეთ საქართველოში. იყო მაზრის უფროსის თანაშემწედაც. მისი სიმღერად ქცეული ლექსი „ისევ შენ და ისევ შენ“ პირველად გამოქვეყნდა 1878 წ. „დროებაში“. პოეტის სხვა (ოჯახებში მიმობნეულ) ლექსებს ჩვენამდე არ მოუღწევია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები