მე-7 დღის ადვენტისტები
ადვენტისტები - (ლათ. adventus ) მოსვლას. ლაპარაკია მაცხოვრის მეორედ მოსვლასა და ცათა სასუფევლის განახლებაზე. ამ მიმდინარეობის ქვაკუთხედი არის ესქატოლოგიური მოლოდინი. მორწმუნეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათსავე სიცოცხლეში დადგება სანატრელი დღე ანუ უკეთურთა წარწყმედისა და მართალთა ცხონების ჟამი.
ამერიკაში, 1833 წელს უბრალო ფერმერის, უილიამ მილერის მიერ დაარსებული სექტა (პროტესტანტული), ქადაგებდა სამყაროს უახლოეს ხანში დაღუპვასა და იესო ქრისტეს ათასწლოვან მეუფებას. ბაპტისტი ფერმერი მასაჩუსეტსიდან, „ჟამთა დასასრულის“ დადგომა 1843 წლისთვის ივარაუდა. სექტის ყველაზე მრავალრიცხოვან ფრთას შეადგენს მეშვიდე დღის ადვენტისტები, რომელიც დააარსეს ელენე და ჯონ უაიტებმა 1846 წელს. სექტის წევრები გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ სახსრად მე-7 დღის, შაბათის, შენახვას მიიჩნევენ. მის მთავარ დოქტრინას შეადგენს:
- მითითება შაბათის უქმობის შესახებ;
- ე.წ. სამი ამბავი იოანეს გამოცხადების მე-14 თავიდან.
- I - ამბავი განკითხვის დღის მოახლოების შესახებ;
- II - ამბავი ბიბლიური წინასწარმეტყველების შესახებ ბაბილონის (რომის) დამხობის თაობაზე;
- III - ადვენტისტებს ევალებათ “ღვთის მცნებებისა და ქრისტეს რწმენის” ქადაგება;
- მითითება ადამიანის სულის მოკვდავობის შესახებ;
- მითითება ე.წ. “სანიტარული რეფორმის” შესახებ - ზოგიერთი საკვები პროდუქტის აკრძალვა.
სექტის მიმდევრებს არ სწამთ ბიბლიის ღვთივშთაგონებულობა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის,-თბილისი 2013 წ.
- მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
- პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი,2002