ბაპტისტები
ბაბტისტები - (ბერძ.) პირველი ინგლისური ბაბტისტური ეკლესია დააარსეს ამსტერდამში ემიგრანტებმა ჯ. სმიტმა და თ. ჰელვისმა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვობისდროინდელი ნათლობა არ არის ჭეშმარიტი და მეორედ მოინათლნენ. 1611 წელს მეგობრები დაბრუნდნენ ინგლისში და დაარსეს პირველი ბაბტისტური ეკლესია. აშშ-ში ბაბტიზმი დაარსა რ. უილიამსმა 1905 წ. ბაბტისთა ცალკეული საკრებულოები გაერთიანდნენ ბაბტისტთა მსოფლიო ალიანსში, რომელიც აერთიანებს ოცდაათამდე ბაბტისტურ ორგანიზაციას: მათ შორის არის 27 ამერიკული. ბაბტისტები უარყოფენ ყოველგვარ რელიგიურ ტრადიციას და საიდუმლოს, ბავშვების ნათლობას, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას. ბაბტისტებისათვის აუცილებელია მონათვლა მხოლოდ და მხოლოდ წყალში მთლიანად შთაფლვით. ამ სექტის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. (ბაბტიზო ნიშნავს „შთაფლვას“)
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.