კეზელი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:27, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით კეზელი

კეზელი დავით (ფსევდონიმები: „დავით სოსლანი“, „ზოილი“, „არაგველი“) (1854-1907) — პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, ხალხოსანი, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შექმნა ე. წ. „საიდუმლო ორგანიზაცია“. დაწერა პროკლამაცია „საქართველოს ახალ თაობას“. ხალხოსნური მოღვაწეობისთვის დაპატიმრებული იყო (1873). თანამშრომლობდა მრავალ იმდროინდელ პერიოდულ გამოცემაში. ავტორია იუმორისტული პიესებისა: „სცენები მიროვოი სუდიასთან“, „ორცოლიანი“, „ბიძიასთან წამოხუმრება“, „დედა და შვილი“. ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსულად ვაჟა-ფშაველას ლექსები (1886).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები