ჭარაია პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 16 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე ჭარაია

ჭარაია პეტრე (ფსევდონიმი „გიორგიძე“) (1861-1919) — კრიტიკოსი, მკვლევარი, ჟურნალისტი, პედაგოგი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მასწავლებლობდა სამურზაყანოს სკოლებში. იღვწოდა მშობლიური ენის უფლებების დასაცავად. იკვლევდა ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ავტორია ნაშრომისა „დედა–ენის ზოგიერთ სიტყვათა განმარტება“ (1910). ლიტერატურულ ნარკვევებს, გამოკვლევებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ სტატიებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა „მოამბეში“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები