ჭარაია პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:41, 16 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭარაია პეტრე – (ფსევდონიმი „გიორგიძე“), (1861-1919) — კრიტიკოსი, მკვლევარი, ჟურნალისტი, პედაგოგი.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მასწავლებლობდა სამურზაყანოს სკოლებში. იღვწოდა მშობლიური ენის უფლებების დასაცავად. იკვლევდა ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ავტორია ნაშრომისა „დედა–ენის ზოგიერთ სიტყვათა განმარტება“ (1910). ლიტერატურულ ნარკვევებს, გამოკვლევებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ სტატიებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა „მოამბეში“.