კეზელი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 18 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კეზელი დავით – (ფსევდონიმები: „დავით სოსლანი“, „ზოილი“, „არაგველი“). (1854-1907) — პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, ხალხოსანი.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შექმნა ე. წ. „საიდუმლო ორგანიზაცია“. დაწერა პროკლამაცია „საქართველოს ახალ თაობას“. ხალხოსნური მოღვაწეობისთვის დაპატიმრებული იყო (1873). თანამშრომლობდა მრავალ იმდროინდელ პერიოდულ გამოცემაში. ავტორია იუმორისტული პიესებისა: „სცენები მიროვოი სუდიასთან“, „ორცოლიანი“, „ბიძიასთან წამოხუმრება“, „დედა და შვილი“. ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსულად ვაჟა-ფშაველას ლექსები (1886).