ცხოვრება ბაგრატ მეფისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:53, 25 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ცხოვრება ბაგრატ მეფისა" – ისტორიული ქრონიკა. ვახტანგ მეფის „სწავლულ კაცთა“ მოწმობით, „ქართლის ცხოვრების“ ზოგიერთ ხელნაწერში მოთხრობილი იყო ბაგრატისა (XIV ს.) და მისი ძის კონსტანტინეს ისტორიაც. არც ერთი ნაწარმოების (ცხოვრების) სრული ტექსტი მიკვლეული არ არის. „ქართლის ცხოვრების“ ჯანაშვილისეულ ნუსხაში ბაგრატისა და კონსტანტინეს ცხოვრება შეტანილია ერთად ნაკლული სახით. დაუდგენელია, ერთი პიროვნებისაა თუ არა ეს ორი ნაწარმოები, თანამედროვე და თვითმხილველია თუ არა იგი აღწერილი ამბებისა.

ლიტერატურა

ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), 1945.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები