ურიდია ბორის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 30 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბორის ურიდია – (1999-1998), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1976) პროფესორი (1989), დაიბადა სოფელ ვედიდ კარში (მარტვილის რაიონი); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა ლოგიკის სპეციალობით. ბორის ურიდია მუშაობდა ლოგიკის, დიალექტიკური მატერიალიზმისა და XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, 14 მონოგრაფია, მათ შორის წიგნი შალვა ნუცუბიძის, სერგი დანელიას, მოსე გოგიბერიძის, კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური მემკვიდრეობის შესახებ.
თხზულებები
- „შემეცნების თეორიის პრობლემები ქართულ ფილოსოფიაში“ (თბილისი, 1975);
- „მატერიალისტური დიალექტიკის კატეგორიები“ (თბილისი, 1977);
- „განსაზღვრების თეორიის პრობლემები“ (თბილისი, 1979);
- „მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან“ (თბილისი, 1986);
- „ფილოსოფიის ისტორიის საგნის შესახებ“ (ქუთაისი, 1998).