კოლხური თხილი
Corylus colchica N. Alb. – კოლხური თხილი.
მეგრულად – კოლხიდაშ თხირი.
საქართველოს ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობაა, პატარ ზომის ბუჩქი მორიგეობით განლაგებული, მარტივი და ორჯერად დაკბილული ფოთლებით; ფოთლის ყუნწი ხშირ გრძელ აბრეშუმისებრბეწვებიანია. მდედრობითი ყვავილები ორი ქერქლის იღლიაშია წყვილ-წყვილად განლაგებული და კვირტის მსგავსად შეკრებილი; მათი ყვავილსაფარი ქერქლოვანია, თავდაკბილული და ძირით ნასკვზე მიზრდილი. მამრობითი ყვავილები უყვავილსაფროა, მფარავი ქერქლისა და ყვავილის ორი ქერქლის იღლიაში თითო-თითოდ განლაგებული და თავდაკიდებულ ცილინდრულ მჭადებად შეკრებილი, რომლებიც შემოდგომიდანვე იწყებენ განვითარებას. ნაყოფი კვერცხისებრი კაკალია, წაწვეტებული, 1-ბუდიანი, მაგარნაჭუჭიანი და ირგვლივ მწვანე საბურვლით შემოხვეული. ყვ. III; ნაყ. IX-X. იზრდება კირქვიან ქედებზე, ნაზვავებსა და ქვიან ნანგრევებზე მთის ძედა სარტყელში, სადაც ქმნის ბუჩქნარების რაყას.
გამოიყენება ჩვეულებრივი თხილის მსგავსად (Ролловъ, 1908).
წყარო
- ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].