დათვის კენკრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:11, 30 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათვის კენკრა - Arctostaphylos caucasica Lipsch

Fam. Ericaceae – ოჯ. მანანასებრნი Arctostaphylos caucasica Lipsch.დათვის კენკრა.

მარადმწვანე, მრავალწლიანი, დატოტვილი, მიწაზე გართხმული, პატარა ზომის, 35-80 სმ-მდე სიგრძის ბუჩქია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მუქი მწვანე ფერისაა, ტყავისებრი, უკუკვერცხისებრ წაგრძელებული. ყვავილები ვარდისფერია, კენწეროზე მოკლე მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი წითელი ფერისაა, 6-8 მმ დიამეტრის, მრგვალი კურკიანაა. Yყვ. V; ნაყ. VII-IX.

იზრდება სუპალპურ და ალპურ სარტყელში ფიჭვნარებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, ბუჩქნარში, ღორღიან ადგილებში. ნაყოფები საჭმელად ვარგისია. სამკურნალო მიზნებისათვის ფოთლები გამოიყენება; აგროვებენ გაზაფხულზე (თოვლის გადნობის შემდგ). შეიცავს 8-25 მგ% არბუტინს, 30-35 მგ% მთრიმლავ ნივთიერებებს, მცირე რაოდენობით ეთერზეთებს.

ხასიათდება შარდმდენი, ანტისეპტიკური მოქმედებით, ძირითადად შარდგამყვან სისტემაზე; ახდენს მადეზინფიცირებელ და დიურეზულ მოქმედებას. მედიცინაში იყენებენ ქრონიკული ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის დროს. დიდი რაოდენობით მიღება იწვევს გულისრევას, კუჭის აშლილობას და სხვა გვერდით მოვლენებს.


წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები