ყანის მატკვარცანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
08:58, 31 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყანის მატკვარცანა - Lathyrus aphaca L.

Lathyrus aphaca L.ყანის მატკვარცანა.

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 15-60 სმ სიმაღლის. ღეროები მრავალრიცხოვანია, სუსტი, დატოტვილი, წამოწეული ან მხოხავი, ულვაშების მეშვეობით. ფოთოლი შედგება 2 დიდი ზომის ოვალური თანაფოთლისაგან და პწკალებად გადაქცეულ ფოთლებისაგან, ზედა მხარეს მუქი მწვანეა, ქვედაზე მოთეთრო-ლეგა. ყვავილები შეკრებილია მტევნებად, გვირგვინი ყვითელია. ნაყოფი მშრალი პარკია. ყვ. V-VII; ნაყ. VII-VIII.

იზრდება მთის შუა სარტყლამდე მდელოებზე, ტყის პირებზე, ნათესებში და რუდერალურ ადგილებზე. სამღებრო, თაფლოვანი, ფრინველებისა და ღორების საკვები მცენარეა.

წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები