ხუთყურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:39, 6 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Dorycnium graecum (L.) Ser. – ხუთყურა.
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 70 სმ-მდე სიმალის. ფესვი მთავარღერძაა, გამერქნებული. ღერო ერთია ან რამდენიმე. ფოთლები მჯდომარეა, 5¬7 ფოთოლაკით. ყვავილები პატარა ზომისაა, შეკრებილია სფეროსებრ ქოლგისებრ თავაკებად, შედგება 12¬15 ყვავილისაგან, თეთრიდან ბაც ვარდისფერამდე შეფერილობის. ნაყოფი მურა ფერის მოგრძო-კონუსური პარკია, თესლკვირტებს შორის ცრუ ტიხარებით. ყვ.V-IX; ნაყ.VII-X.
იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ტყის მდელოებზე, ქვიან ფერდობებზე. სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება. ფოთლებსა და ყვავილებში აღმოჩენილია ფლავონოიდი კემპფერიტრინი. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ.