გოგრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:49, 9 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგრა

ოჯახი - Cucurbita ceae – გოგრისებრთა გვარი - Cucurbita - გოგრა სახეობა - C. pepo - ხოკერა გოგრა

ხოკერა გოგრა ერთწლოვანი მცენარეა, დიდი ზომის, 5-7 ნაკვთიანი ფოთლებით, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით. ყვავილები აქტინომორფულია, ერთსქესიანი, ჯამი და გვირგვინი 5 - წევრიანია, ძირში ერთმანეთთან შეზრდილი მილით. მტვრიანა 5. ხშირად 4 მტვრიანა წყვილადა შეზრდილი, მეხუთე კი თავისუფალია. ბუტკო 3 ან 2-5 ნაყოფის ფოთლისგან შედგება, 3 - ბუდიანი, ნასკვი ქვედაა. ნაყოფი დიდი ზომისაა, კენკრა, გოგრულა, მრავალთესლიანი, პერიკარპიუმის გარეთა შრე მაგარია, შიგნითა კი - ხორციანი და წვნიანი. გოგრის ნაყოფი იხმარება საკვებად და მრავალი დაავადების სამკურნალოდ.


წყარო

სამკურნალო მცენარეთა მავნებლები და დაავადებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები