თუია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:11, 11 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თუია – (ბერძნ. thuias), კეფისოს ქალიშვილი, აპოლონის სატრფო. თუიას მიეწერება დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულში ორგიების ჩართვა და ჩამოყალიბება. ეს რიტუალი პარნასის მთაზე იმართებოდა და თუიას სახელს ატარებდა. რიტუალის მონაწილეებს თუიადები ერქვათ.