ქვენიფნეველი იოანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 5 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქვენიფნეველი იოანე - ამირეჯიბი და ცხრაზმის ერისთავი. XIV ს-ის 70-იანი წწ. ამ თანამდებობის მფლობელად იხსენიება იგი ნიკოლოზ კატარაწისძის მიერ გადაწერილი ლარგვისის სახარების მინაწერებში. ამირეჯიბი იოანე დაქორწინებული იყო დავით IX-ის ასულ გულშარზე.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017