პლანიმეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 14 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლანიმეტრია – (ტერმინი შექმნილია შუა საუკუნეებში. მასში გაერთიანებულია ორი სიტყვა: ლათინ. planum – „სიბრტყე“, ბერძნ. μετρεω – „ვზომავ“) – ელემენტარული გეომეტრიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიბრტყეზე მდებარე ფიგურების თვისებებს.

სასკოლო კურსის პლანიმეტრიის ძირითადი ცნებებია „წერტილი“, „წრფე“, „სიბრტყე“ და „მანძილი“ (ორ „მანძილი“ (ორ წერტილს შორის); აგრეთვე ზოგიერთი ზოგადმათემატიკური ცნება, როგორიცაა „სიმრავლე“, „ასახვა“ და სხვა.

პლანიმეტრია შეიცავს საკითხებს: 1. შესავალი (მასში მოცემულია ფიგურის ცნება, როგორც წერტილთა სიმრავლე, შეისწავლება მანძილის თვისებები, განისაზღვრება აქსიომისა და თეორემის ცნება და სხვა ცნებები). 2. სიბრტყის გადაადგილება (მოძრაობა, იზომეტრია), ე. ი. სიბრტყის გარდაქმნა, რომელიც ინარჩუნებს მანძილს წერტილებს შორის. 3. პარალელობა. 4. სამკუთხედების აგება. ოთხკუთხედები. 5. მრავალკუთხედები და მათი ფართობები. 6. წრეწირი და წრე. 7. მსგავსება და ჰომოთეტია. 8. ტრიგონომეტრიული ფუნქციები. 9. მეტრული თანაფარდობები სამკუთხედში. 10. ჩახაზული და შემოხაზული მრავალკუთხედები. 11. წრეწირის სიგრძე და წრის ფართობი.

ყველაზე უფრო სრულად და სისტემატიზებული სახით პლანიმეტრია პირველად ჩამოაყალიბა ბერძენმა მათემატიკოსმა ევკლიდემ (ძვ. წ.ა. IV ს-ში) თავის ნაშრომში „საწყისები“, რომელიც შეიცავს 13 წიგნს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები