გუგაკუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:43, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუგაკუ – იაპონური მუსიკალურ-საცეკვაო წარმოდგენა (აღმოცენდა VIII ს. მე-2 ნახ.), რომელშიც შერწყმულია ჩინური, კორეული, ინდოჩინური, ვიეტნამური სასცენო ხელოვნების ელემენტები.
გუგაკუ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საერო, ასევე სასულიერო (ბუდისტურ) არისტოკრატიაში და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა სასახლის კარის ცერემონიებში. სრულდებოდა აგრეთვე სამონასტრო დღესასწაულებისა და ღვთისმსახურების დროს.