სამატლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:30, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამატლე - Thalictrum foetidum L.

Thalictrum foetidum L. – სამატლე.

მრავალწლოვანი 15-65 სმ სიმაღლის ბალახოვანი ჯირკვლებით მოფენილი მცენარეა. ფოთოლი მრავალჯერ ფრთისებრ დაყოფილია პატარა ზომის ფოთოლაკებად. ყვავილი პატარა ზომისაა, გრძელყუნწიანი, იისფერი, შეკრებილია გადაშლილ საგველა ყვავილედებად. ნაყოფი თესლურაა, ოვალური ან კვერცხისებრი, ორივე მხარეს შევიწროებული. ყვ. VI-VII; ნაყ. VII-VIII. მთელი მცენარე უსიამოვნო სუნით ხასიათდება.

იზრდება ტყის პირებზე, ბუჩქნარებში და ქვა-ღორღიან ადგილებზე მთის შუა და სუბალპურ სარტყელში.

სამკურნალოდ რეკომენდირებულია ფოთლები, ყვავილები და ღეროები. ნედლეული მზადდება ყვავილობის პერიოდში.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც იწვევს ჰიპოტენზიურ მოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აქტიურად ხდება მისი შესწავლა, სხვადასხვა სახის სიმსივნეებისას მისი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ ასეთი საშუალებები ეფექტურია სარკომისა და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. ასევე მცენარის ნაყენი რეკომენდირებულია სტენოკარდიის, სისხლისმოძრაობის დარღვევებისა და ჰიპერტონიული დაავადების პირველი და მეორე სტადიის დროს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ციებ-ცხელების, ფაღარათის, სიყვითლის, რევმატიზმის, ეპილეფსიის, თავის ტკივილების, ფილტვების ტუბერკულოზის, გაციებების, და სხვადასხვა სახის კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას. აღსანიშნავია, რომ ნაყენები და ნახარშები გამოიყენება როგორც საერთოგმაძლიერებელი საშუალება, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევებისა და ქალური დაავადებებისას. ბალახის ფხვნილი რეკომენდირებულია გარეგანად ჭრილობებისა და წყლულების შესახორცებლად.

ჰომეოპატიაში ეს მცენარე გამოიყენება მტკივნეული მენსტრუაციისა და სუსტი მხედველობისას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები