იალნოს ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:40, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იალნოს ქედი
კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.