აქცენტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 24 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქცენტოლოგია (ლათ. < accentus - მახვილი და ბერძ. logos– სიტყვა, მოძღერება), მოძღერება მახვილის ბუნებისა და ფუნქციონირების შესახებ. აქცენტოლოგია შეიძლება იყოს აღწერითი,ისტორიულ-შედარებითი და თეორიული. აღწერითი აქცენტოლოგია შეისწავლის მახვილის ადგილს, მის ფონეტიკურ და ფონოლოგიურ ტიპებს; ისტორიულ-შედარებითი აქცენტოლოგია იკვლევს აქცენტურ სისტემათა ისტორიულ ცვალებადობას: თეორიული აქცენტოლოგია ადგენს პროსოდიულ ერთეულთა მიმართებებს სისტემაში, მათ ენობრივ ფუნქციებს.

ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში მახვილის საკითხი დიდი ხანია დგას. მახვილის ბუნებას ეხებოდნენ იოანე პეტრიწი, სულხან-საბა ორბელიანი; ანტონ კათალიკოსი, გაიოზ რექტორი და სხვ. ქართული მახვილის თვისებრიობასა და მის ადგილზე მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ამ საკითხებს საგანგებოდ იკელევდა ნ. მარი. მან შეისწაელა მახვილის ადგილი ორ- და მეტმარცელიან სიტყვებში. გარდა მთავარი მახვილისა, იგი მიუთითებს თანამახვილის არსებობაზეც ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. ხუთზე მეტმარცვლიან სიტყვებში კი თანამახვილის არსებობა მას აუცილებლად მიაჩნია. თავისი ბუნებით ქართ. სიტევათმასხვილი, მისი აზრით, ტონური ხასიათისაა. ამ თვალსაზრისს (მცირეოდენი შენიშვნებით) იზიარებენ ჰ. ფოგტი და ე. ზელმერი. ქართ. მახვილის ტონურობას ვარაუდობენ რ. ჰ. რობინსი და ნ. უოტერსონიც. მახვილის განაწილება სიტყვებში კი, მათი აზრით, სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია მარცვალთა რაოდენობაზე. ქართულში ტონური მახვილის არსებობას (მეორე, დინამიკურ მახვილთან ერთად) ვარაუდობდნენ გ. როგავა ღა შ. გაფრინდაშვეილი. მაგრამ მათი აზრი ამ მახვილების პოსიციის შესახებ განსხვავებულია. ისტორიულ ასპექტში ქართული ენის მახვილს იკელევდა არნ. ჩიქობავა. მისი აზრით, მახვილი ახალ ქართულში სუსტდინამიკურია და ფიქსირებული, განსხვავებით ძველი ქართულისაგან, სადაც, ავტორის ვარაუდით, მახვილი იყო ძლიერდინამიკური და მოძრავი. გ. ახვლედიანის დაკვირვებითაც, სალიტერატურო ქართულში დღეს სუსტი დინამიკური სიტყვათმახვილია დომინანტი (მაგრამ ჩანს აგრეთვე ტონურობის ელემენტიც). ს. ჟღენტის აზრით, ქართულში სიტყვათმახვილის საკითხი საერთოდ რიტმიკულ ჯგუფებსა და სინტაგმებში უნდა გაღაწყდეს, რადგან ქართულში ცალკეული სიტყვა სუსტმახეილიანია და წინადადებაში ის იღებს წინადადების მახეილს. ა. ალხაზიშვილის მიხედეით, მახვილის ადგილი რიტმიკული ჯგუფების მახასიათებელია და არა იზოლირებული სიტყვებისა. სიტყვათმახვილთან შედარებით, ფრაზის მახვილის ხვ. წ. მეტია არნ. ჩიქობავას ვარაუდითაც.

ი. თევდორაძე



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. მახვილის საკითხისათვის ძველ ქართულში. – «სმამ», 1942, ტ. 3;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
  • ჟღენტი ს. ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;
  • როგავა გ. მახევილის საკითხისათვის ქართულში. – კრ.: «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები», III, თბ., 1963;
  • რობინსი რ. უოტერსონი ნ. შენიშვნები ქართული სიტყვის ფონეტიკის შესახებ. – «მიმომხილველი», IV –V, თბ., 1968
  • თევდორაძე ი. ქართული ენის პროსოდიის საკითხები, თბ,, 1971;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები