აბულასანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:07, 5 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბულასანი - ქართლის ერისთავი 1185-1188 წწ.; თბილისის ამირა და მეჭურჭლეთუხუხცესი 1187-1188 წწ. თამარის პირველი ქორწინების დროს აღზევებული დიდებული, რამდენიმე მაღალი თანამდებობის მფლობელი. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ წყაროებიდან მისი სახელი იშლება.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017