აცდენილი წრფეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 27 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აცდენილი წრფეები – წრფეები სივრცეში, რომლებიც ერთ სიბრტყეში არ მდებარეობენ. აცდენილ წრფეებზე შეიძლება გავატაროთ პარალელური სიბრტყეების ერთადერთი წყვილი. ამ სიბრტყეებს შორის მანძილს ეწოდება აცდენილ წრფეებს შორის მანძილი.
კუთხე ორ აცდენილ წრფეს შორის ეწოდება სივრცის ნებისმიერი წერტილზე მათ პარალელურად გავლებულ წრფეებს შორის ნებისმიერ კუთხეს.