ტეხური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:54, 29 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტეხური – (საგამი), მდინარე სენაკის მუნიციპალიტეტში, სათავე ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ტეხურიშდუდთან, 2400მ სიმაღლეზე, მდინარე რიონს ერთვის მარჯვნიდან. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 1040 კმ². 502 შენაკადი აქვს, მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეობს კურორტი ლებარდე.