დიდღალიშ ტობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:53, 30 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიდღალიშ ტობა
სამეგრელოს ტერიტორიაზე 13 ტბაა აღრიცხული. მათი უმეტესი ნაწილი თავმოყრილია შავი ზღვისა და მდინარე რიონის ნაპირების გასწვრივ. მცირე რაოდენობის ტბები გვხვდება აგრეთვე სამეგრელოს ქედის მაღალ მთიან ზონაში, სადაც მათი ქვაბულები ძველი გამყინვარების მექანიკური მოქმედების შედეგად არის წარმოქნმნილნი.
დიდღალიშ ტობა მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვ. დონიდან 2700 მ-ზე. მცირე ზომის ტბაა, ახლოსაა ტობავარჩხილთან.