კოლხეთის ეროვნული პარკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:05, 3 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი – კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. განლაგებულია 5 მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიებზე და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-­ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებ­რივ­-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინა­რეების – ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და ჭურიის შესარ­თავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.

პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რე­ლიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-­კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა­-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-­ს შეადგენს. პარკში განსაკუთ­რებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები