გაფრინდაშვილი შოთა (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:36, 4 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შოთა გაფრინდაშვილი – დაიბადა 1959 წლის 12 მაისს ქ. ჭიათურაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1987). სამხედრო სამსახური (1979-81).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1987-93).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, ჭიათურის საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).