გეზი (ზმნა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეზი – ზმნის კატეგორია, რომელიც გეიჩვენებს, თუ როგორია ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართება სივრცეში მდებარე სხვა პუნქტებთან.

გეზი ორია ქართულში: მიუმართავი და მიმართული. მიუმართავი ფორმით გამოხატული მოქმედება არ აღნიშნაეს მიმართულებას სივრცეში მდებარე რომელიმე პუნქტისაკენ, მიმართული ფორმა კი გვიჩვენებს მოქმედების მიმართულებას. მიუმართავი გეზიის ფორმები უზსმნისწინოა, მიმართულისა – ზმნისწინიანი. მიმართულება ქართულში რამდენიმე სახისაა:
1. ქვეეიდან ზევით: ა) ა- (აღ) – აფრინდა, ბ) ამო – ამოფრინდა;
2. ზევიდან ქეეეით: ა) და – დაფრინდა, ბ) ჩა – ფრინდა;
3. შიგნიდან გარეთ: ა) გა – გაფრინდა, ბ) გამო – გამოფრინდა;
4. გარედან შიგნით: ა) შე – შეფრინდა, ბ) შემო – შემოფრინდა;
5. დაბრკოლების გადალახვა: ა) გადა – გადაფრინდა, ბ) გადმო – გადმოფრინდა.

ჩა- ზმნისწინი მიღებულია შედა და- ზმნისწინთა შერწემით, მაგრამ თანამედროვე ქართულში იგი არ წარმოადგენს მასში შემავალ ზმნისწინთა ფუნქციების ჯამს (არ გამოხატავს ორმაგ მიმართულებას). იგი ზემოდან ქვემოთ, ამასთან, სიღრმეში მიმართული მოქმედების აღმნიშენელია.

ზმნა, რომელიც ზმნისწინს არ დაირთავს, მოკლებულიაგეზიის გამოხატვის უნარს. ამასთან, ყეელა ზმნისწინიანი ფორმა არ გამოხატავს გეზს, მაგ., გა-და-ხატა, შე-კერა და ა. შ.

მ. მანჯგალაძე

ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენისგრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1953 (1973, 1980);
  • კვაჭაძე ლ. ქართული ენა, ნაწ. I, თბ., 1981.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები