გვარსახელი
გვარსახელი – ოჯახის მემკეიდრეობითი სახელი, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის.
საქართველოში გვარსახელი უფრო დიდი სოციალური ერთეულის, რამდენიმე ათეული და ხშირად ასეული ოჯახის სახელწოდებაა, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას ერთ პიროევნებას უკავშირებენ, აქვთ საერთო თვითშეგნება ნათესაობის შესახებ, მიეკუთვნებიან ერთ გვარს. ქართული გვარისათვის დამახასიათებელი ეგზოგამია (გვარის შიგნით ქორწინების აკრძალეა) ადასტურებს, რომ ქართველებში მოხდა პირველყოფილი გვარის უწყვეტი გადასელა გვიანდელ გვარში, რაც სწორედ გვარსახელებშია ასახული. ქართული წერილობით ძეგლებში არაერთგზის გვხედება ტერმინი „გვარი“ იმ გაგებით, რაც დღესა აქვს. ძველ ქართულში გვარსახელის პარალელური ტერმინია სახლი.
საქართველოში გვარსახელის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მხედველობაში თუ არ მივიღებთ „სერაპიონ ზარსმელის ცხოვრებაში“ (X ს.) მოხსენიებულ უსუფიქსო ქართულ გვარსახელს ბაჰლაუნდი, ქართული გვარსახელი – დაფანჩული დადასტურებულია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ჰაგიოგრაფიული ძეგლის ავტორი აშოტ კურაპალატის ამბების (IX ს. 20-იან წლებამდე) აღწერისას წერს: „ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა და ერქვა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული, და აწ ნათესავთა მისთა ჰქვიან დაფანჩულნი“. გვარსახელი დადასტურებულია IX ს. II ნახევრის ქართულ საისტორიო დოკუმენტშიც, რომელშიც ფავნელების ფეოდალურ გვართან ერთად დასახელებულია ორი გლეხური გვარიც – შულიასძე და ტარიკასძე. დღეს არსებული არაერთი ქართული გვარი საუკუნეების სიღრმეშია წარმოქმნილი და ბევრი მათგანი ცნობილია XII-XIII სს-იდან.
ქართ. გვარსახელების უმრავლესობა სუფიქსიანია. ისინი ჯგუფდებიან როგორც სუფიქსების, ისე ფუძეების (ძირეული სიტყვების) მიხედვით. სემანტიკური თვალსაზრისით ქართულ გვარსახელთა ფონდი ოთხ ჯგუფად იყოფა: ეპონიმური, ეთნონიმური, ტოპონიმური და პროფესიული.
ეპონიმურია ქართული გვარსახელების დიდი ნაწილი, მათ ძირითადად მამაკაცის კანონიზებული ქრისტიანული სახელი ან მეტსახელი უდევთ საფუძვლად: პავლიაშვილი, გიორგაძე, ალექსანდრია, დავითური… ძველი ქართული სახელებიდან ან მეტსახელებიდან მომდინარე გვარებია: ბედოიძე, ირემაშვილი, ვერძაული, ტურავა, გელოვანი…
ეთნონიმური ჯგუფის გვარებს რიცხვს მიეკუთვნება გვარსახელები, რომელთა საფუძველია ეთნონიმი. მაგრამ ეთნონიმური ფუძეები ყოველოვის ვერ გვაძლევს რეალურ ენობრივ და ისტორიულ ინფორმაციას, რადგან ეთნონიმებიც ანთროპონიმიზაციის პროცესს განიცდიდნენ: ლეკია, ოსია, ჩერქეზა, ბერძენა, თათარა, არაბა, თურქა და მისთ. უკვე მამაკაცის გაანთროპონიმებული სახელებია.
ტოპონიმებიდან არის ნაწარმოები ქართული გვარსახელების არცთუ უმნიშვნელო რაოდენობა, გარდა -ელ სუფიქსიანებისა, რპმელთაც ზოგჯერ მამაკაცის სახელი უდევთ საფუიძვლად. მაგ., გვარი სურამელაშვეილი – ფუძეში, მართლაც იკითხება ტოპონიმი სურამი, მაგრამ სინამდეილეში გვარსახელს საფუძელად უდევს გაანთროპონიმებული ტოპონიმი სურამელა.