გრამატიკა
გრამატიკა– (ბერძ. Γραμματική).
1. ენის სტრუქტურული ორგანიზაციის დონე. სისტემა ენობრივი მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია ენის აგებულებასთან. გრამატიკული ერთეულები წარმოადგენენ განზოგადებულ ფორმებს, აბსტრაქციებს, რომლებიც განსაზღვრავენ ენის წყობას.
2. ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწაელის ენის აგებულებას.
გრამატიკულ კვლევას საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში (ინდოეთი, საბერძნეთი, ჩინეთი, არაბეთი…) დიდი ხნით ადრე, საკუთრივ ენათმეცნიერების, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის ჩამოყალიბებამდე, ბერძნულმა გრამატიკულმა მოძღვრებამ, რომელიც განმსაზღვრელი აღმოჩნდა ევროპული გრამატიკული აზრის განვითარებისათვის, სრულყოფილი სახე მიიღო ალექსანდრიულ სკოლაში. ამ სკოლის საქმიანობამ უმაღლეს დონეს მიაღწია ძვ. წ. II – ახ. წ. II სს-ში. სწორედ მაშინ შეიქმნა (ძვ. წ. II ს) დიონისე თრაკიელის ცნობილი „გრამატიკული ხელოვნება“. ალექსანდრიელთა გრამატიკული მოძღვრება განმსაზღვრელი აღმოჩნდა შემდგომი პერიოდის ევროპული გრამატიკული აზრის განვითარებისათვის, მაგრამ ეს უკანასკნელი ვითარდებოდა არა მხოლოდ და არა იმდენად პრაქტიკული კვლევის ჩარჩოებში, არამედ სხვა – ზოგადი, უნივერსალური, ფი-ლოს. გრამატიკების მიმართულებითაც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა „პორროიალის გრამატიკა“ (1660), რომელშიც ენის კატეგორიები ლოგიკურ კატეგორიებზე დაყრდნობით განიხილებოდა.
ისტორიული და შედარებითი კელევის დამკეიდრებამ (XIX. ს. დასაწყ.) საფუძველი ჩაუყარა შედარებით-ისტორიულ გრამატიკებს. ენათმეცნიერების შემდგომმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ცელილებები შეიტანა გრამატიკის მოძღვრებაში.
ტრადიციული გრამატიკა ჩამოყალიბდა როგორც მოძღერება, რომლის ძირითად ერთეულს წარმოადგენს სიტყვა, ხოლო კვლევის საგანი შემოიფარგლა სიტყვის აგებულებითა და სიტყვათა შორის მიმართებების დადგენით. შესაბამისად, გრამატიკაში გამოიყო ორი ნაწილი – მორფოლოგია და სინტაქსი. ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია და ხშირად ძნელი ხდება ამ ორ ნაწილს შორის მკაფიო სასღვრის დადგენა. ამიტომაც, თანამედროვე გრამატიკოსები უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ მორფო-სინტაქსურ კატეგორიებზე, როგორიც არის მაგ., ბრუნვა, გვარი.
მორფოლოგიად და სინტაქსად გრამატიკის დაყოფამ განაპირობა ის ფაქტი, რომ სიტყვის ფონებეტიკური და ლექსიკურ-სემანტიკური თვისებები, რომლებიც ისევე მნიშენელოვანია სიტყეისათვის როგორც გრამატიკული, საკუთრივ გრამატიკული კვლევის მიღმა აღმოჩნდა. ზოგიერთ თანამედროვე მიმდინარეობაში ასეთ სწრაფვას აბსტრაქტული მიმართებებისადმი შედეგად მოჰყვა საერთოდ სიტყვის, როგორც გრამატიკის ძირითადი ერთეულის, უარყოფა და მისი ჩანაცელება მორფემით (დესკრიფციული ლინგვისტიკა) ან წინადადებით (გენერატიული გრამატიკა).
გრამატიკული კვლევის დავიწროვება ეწინააღმდეგება ენობრივი სტრუქტურირების კონცებციას. სიტყეა, როგორც გრამატიკული ერთეული, წარმოადგენს რთულ სტრუქტურულ წარმონაქმნს, რომელიც არსებობს არა იზოლირებულად, არამედ დაკავშირებულია ფონოლოგიურ და სემანტიკურ სტრუქტურებთან. მათი გათვალისწინების გარეშე წმინდა ფორმალური გრამატიკული კვლევა შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.
კელევის მიზნებისა და ამოსავალი თეორიული ჩარჩოებიდან გამომდინარე ტრადიციული გრამატიკების გვერდით შეიქმნა სხვადასხვა შედგენილობისა ღა სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ბაზაზე დამყარებული ახალი გრამატიკები – თეორიული, სტრუქტურული,დესკრიფციული, სტრატიფიკაციული, სისტემური, ტრანსფორმაციული, ფუნქციური და სხვ.