გრამატიკალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 13 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრამატიკალიზაცია

1. სრულმნიშვნელოვანი სიტყვის ლექსიკური დამოუკიდებლობის დაკარგვა მისი დამხმარე ფუნქციით გამოყენების შედეგად. სრულმნიშვნელობიანი სიტყვები გამოიყენება თანდებულის, ნაწილაკისა და სხვ, ფუნქციით. მაგ; ზმნიზედა თანდებულის ფუნქციით – „ეჭეს გარეშე“, „სახლის უკან“; ზმნა ნაწილაკის ფუნქციით – „უნდა გავაკეთო“, „იქნებ გავაკეთო“; სრულმნიშენელობიანი ზმნა მეშველი ზმნის ფუნქციით.

2. ცნებითი განსხვავების ასახვა ცალკეულ ენათა გრამატიკაში. მაგ., იმ ენებში, რომლებშიც არსებობს მრავლობითი რიცხვის ფორმისაგან განსხვაეებული ორობითი (სამობითი…) რიცხვიც, კონცეპტუალური განსხვავება ორსა (სამსა…) და მეტს შორის გრამატიკალიზსებულია.

ნ. ლოლაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები