დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 14 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამწერლობა – მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემების საშუალებით სამეტყველო ინფორმაციის მანძილზე გადასაცემად ან დროთა განმავლობაში შესანახად, დამწერლობაში გრაფიკული ნიშნები წარმოადგენს მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამის, სიტყვის, მარცვლის, ბგერის) სიმბოლოებს. დამწერლობის ისტორიაში გამოყოფენ ხუთ ძირითად საფეხურს: 1. ხატოვანს ანუ პიქტოგრაფიულს; 2. იდეოგრაფიულს; 3. სიტყვიერ-მარცვლოვანს (ლოგოგრაფიულ-სილაბურს); 4. მარცელოვანს ანუ სილაბურს; 5. ანბანურს. ეს ტერმინები ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავენ ამა თუ იმ კონკრეტული დამწერლობის ბუნებას, რადგან ზოგი მათგანი ნარევია.

დამწერლობის გრაფიკული სისტემებს წინ უსწრებდა სხვადასხვა სახის პრიმიტიული სისტემები. მაგ., საყოველ- თაოდ იყო გავრცელებული კლდეებზე. გამოქვაბულის კედლებზე და ა. შ. შესრულებული მხატვრობა (გეომეტრიული ფიგურები, საგანთა, ადამიანთა ან ცხოველთა გამოსახულებები და სხვ.), რომელიც ემსახურებოდა როგორც მაგიური ან რიტუალური ქმედებები ასახვას, ისე, საფიქრებელია, რაიმე სახის ინფორმაციის გადაცემასაც. კომუნიკაციური და მნემონიკური ფუნქციებით ფართოდაა გამოყენებული არაგრაფიკული საშუალებები, რომელთაგან განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ე. წ ვამპუმებმა (სხვადასხეა ფერისა და ფორმის ნიჟარების კომბინაციები) და კიპუმ (განასკვული ზონრების კომბინაციები). აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის მთელ რიგ ხალხებში (ცენტრ. აფრიკა, აზია, ავსტრალია…) გავრცელებულია ნაჭდევებიანი ხის თხელი ფირფიტები ან ჯოხები და ა. შ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები