დერივაცია (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერივაცია – (ლათინური derivatio – გადახრა, წარმოქმნა),

1, სიტყვაწარმოება ფართო გაგებით ლექსიკური ერთეულების წარმოქმნა. ამ გაგებით - დერივაცია (ფლექსიასთან ერთად) უპირისპირდება კომპოზიციას (თხზვას), რომრლიც ახალ ფუძეს წარმოქმნის დამოუკიდებელი ერთეულების შეერთებით. ვიწრო გაგებით, დერივაცია არის სიტევის ისეთი ცელილება, რ-ის შედეგადაც მისი ლექსიკური მნიშვნელობა (ფლექსიისაგან განსხვავებით) იცვლება. წარმოქმნისას პირველად, ანუ ძირეულ ფუძეზე მნიშვნელობის მცვლელი აფიქსების – დერივაციული აფიქსების დამატებით მიიღება ახ. ფუძე: გულ-ი > გულ-ოვან-ი, ცხენ-ი > ცხენ-ოსან-ი, სვან-ი > სვან-ეთ-ი. წარმოქმნილი სახელის ფუძედ გამოიყენება აგრეთვე რომელიმე ბრუნვის ფორმა, ჩვეულებრივ – ვითარებითი და მოქმედებითი: გულ-ი > გულ-ად-ი, შემთხვევა > შემთხვევ-ით-ი. ისტორიულად წარმოქმნილ სახელად შეიძლება მივიჩნიოთ ნაგენიტივარი გეოგრ. სახელები, რომელთაც ბოლოში -ის და -თ(ა) მოუდით: თბილის-ი, შინდ-ის-ი… მოწამე-თ-ა, ბერ-თ-ა და სხვ.

აფიქსების გამოყენების მხრივ დერივაცია ფორმაწარმოებას უკავშირდება: წარმოქმნის საშუალებები ისევე აწარმოებენ ახალ სიტყვებს, როგორც ფორმაწარმომქმნელი მორფემები მორფოლოგიური სახის ცვლილებას. თავისი დანიშნულებით და სტრუქტურით წარმოქმნა ლექსიკოლოგიასაც განეკუთვნება (სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის ცვლის გამო) და მორფოლოგიასაც (მაწარმოებელი აფიქსების გამოყენების თეალსაზრისით). წარმოქმნა შეიძლება იყოს სახელურიცა და ზმნურიც. ჩვეულებრივ, არსებითი სახელისაგან ზედსართავია ნაწარმოები და ზედსართავისაგან – არსებითი: კაც-ი > კაცურ-ი, კლდე > კლდ-ოვან-ი, ქუდ-ი > სა-ქუდ-ე და ა. შ.; მაღალ-ი > სი-მაღლ-ე, ახალგაზრდა > ახალგასრდ-ობ-ა. შედარებით იშვიათი მოვლენაა, როცა არსებითისაგან არსებითი სახელი მიიღება, ზედსართავისაგან – ზედსართავი: ბაღ-ი > მე-ბაღ-ე, სახლ-ი > სასახლ-ე… წითელ-ი > წით-ურ-ი, თეთრ-ი > უ-თეთრ-ეს-ი. არის შემთხვევები, როცა არსებითისაგან ზედსართავი იწარმოება, მისგან კი – ახ. არსებითი სახელი: გულ-ი >გულ-ად-ი > გულ-ად-ობ-ა. ასევე ჩვეულებრივია აფიქსების დართვით ზმნური ფუძისგან ნაზმნარი სახელის, ხოლო სახელისაგან ნასახელარი ზმნის წარმოქმნა; ხატავ-ს > ხატვა, იბრძვი-ს > ბრძოლ-ა, ტირი-ს > ტირ-ილ-ი… ბარ-ი > ბარ-ავ-ს, ჩქარ-ი > ჩქარ-ობ-ს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები