დიგლოსია
დიგლოსია – (ბერძ. di– ორჯერ და glosa – ენა), ორი ენის ან ერთი ეის ორი ეარიანტის ერთდროული არსებობა. ტერმინი დიგლოსია სოციოლინგვისტიკაში დანერგა ნ. ფერგიუსონმა (1959). ბერძნულში ეს სიტყვა ბილინგვიზმსაც ნიშნავს, მაგრამ ფერგიუსონმა ამ ტერმინის მხოლოდ ერთი მნნიშენელობა გამოიყენა და მისი მეშვეობით ერთი ენის ვარიანტების მიმართება აღნიშნა. ფერგიუსონის მიხედ�ვით, დიგლოსია არის ერთი ენის ორი ვარიანტის სტაბილური მიმართების გამომხატველი მოვლენა. როგორც წესი, ამ ვარიანტებიდან ერთი „მაღალია“, მეორე – „დაბალი“ (მაგ., კლასიკური არაბული და სალაპარაკო არაბული, ხალხური ბერძნული და „სუფთა“ ბერძნული…). სტანდარტიზებულ ვარიანტსა და „ხალხურ“ ვარიანტს ერთი და იგივე მოდელი აქვს. სხვაობა ისაა, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთის (სტანდარტიზებული ვარიანტის) კონტროლი (ნორმალიზაციის თვალსაზრისით)