ტობია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 26 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტობია -(ებრ. „ღმერთი არის სიკეთე“), ებრაელი ნეფთალიმის ტომიდან. გამოირჩეოდა მართალი ცხოვრებით, ღვთისმოშიშებით, როგორც თავის სამშობლოში, ასევე ნინეველთა ტყვეობაშიც, გაჭირვებულ თავის ტომზე ზრუნვისათვის მას დევნიდნენ ასირიელი ხელისუფალნი. ტობიას წიგნი არაკანონიკურ წიგნებს მიეკუთვნება. მაგრამ მას სასარგებლოდ მიიჩნევენ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით.
წყარო
საეკლესიო ლექსიკონი