ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:47, 8 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ი“ – ქართული ანბანის მეცხრე (ძველი ქართული ანბანის მეათე) ასო. მისი სახელია „ინი“, გრაფიკული სიმბოლო წინა რიგის მაღალი აწეულობის არალაბიალიზებული ხმოვანი ფონემისა, ასომთავრულში იწერებოდა Ⴈ მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ⴈ ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ი-ს მარტივი რკალური ფორმა აქვს. ნუხურსა და მხედრულში იგი შუა ორ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ათს (10).