თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია – წარმართაედა ქართული სალიტერატურო ენის უნიფიკაციის (სადავო საკითხების მოგვარების, ერთიანი ნორმების შემუშავებისა და დანერგვის) საქმეს. პირეელად (1934) განსახკომთან შეიქმნა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა რესპუბლიკური კომისია 30 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე მ. ტოროშელიძე, მოადგილე ა. თათარაშვილი, მდივანი ე. თოფურია). კომისიას ევალებოდა სადავო საკითხების მოსაგვარებლად ძირითადი პრინციპების შემუშავება და მათზე დაყრდნობით საყოველთაო-სავალდებულო ნორმების დადგენა.

კომისიის მუშაობას წინ უძღოდა გამოცდილება იმ საქმიანობისა, რაც გასწიეს სახელმწიფო სამეცნიერო საბჭომ (1921 თავჯდომარე ი. ჯავახიშვილი); 1921 განსახკომთან თბილისის უნივერსიტეტის ძალებით შექმნილმა კომისიამ (ა. შანიძე (თავმჯდომარე), გ. ახვლედიანი, კ. კეკელიძე, ს. გორგაძე, ვუკ. ბერიძეს რომელმაც მოამზადა სადავო საკითხთა მოგვარების პროექტები (გამოიცა ცალკე წიგნაკად – „სალიტერატურო ქართულისათვის“, თბ,, 1921); აგრეთეე განსახკომთან შექმნილმა ცენტრალურმა სატერმინოლოგიო კომისიამ (1925, თავმჯდომარე ვუკ. ბერიძე), რომელიც საბოლოოდ ადასტურებდა სამეცნიერო-სატერმინოლოგიო კომისიის მიერ შემუშავებულ და მიღებულ ტერმინოლოგიას და სატერმინოლოგიო მუშაობასთან სალიტერატურო ენის სიწმინდის საკითხების შეხამებაც ევალებოდა; საქაქრთველოს სსრ ცაკ-თან დაარსებულმა მთავარმა სატერმინოლოგიო კომიტეტმა (1926, თავმჯდომარე ფ. მახარაძე), რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან შექმნილმა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენმა სამუშაო კომისიამ (1933, თავმჯდომარე ა. ჭყონია), რომელსაც დაეკისრა საკითხთა დოკუმენტური მეცნიერული შესწავლა.

კომისია ძირითადად მაინც ეყრდნობოდა ენისა და ტერმინოლოგიის კომიტეტისა და რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან დაარსებული სამუშაო კომისიის შედეგებს. მან არნ. ჩიქობავას მოხსენების მიხედვით შეიმუშავა სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის ძირითადი პრინციპები. მათ საფუძველზე დადგინდა 18 ნორმა. კომისიის მიერ შემუშავებული ჰრინციპებიცა და ნორმებიც დაამტკიცა საქ. სსრ განათლების სახალხო კომისარიატმა, „როგორც სავალდებულო სახელმძღვანელო ყველა სახის სასწავლებლებისა, გამომცემლობებისა და პერიოდული გამოცემებისათვის“.

1936 დაიბეჭდა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმები”, I (84 გვ), რომლის პროექტები 1932 წაკითხულ იქნა მოხსენებებად სატერმინოლოგიო კომისიისა და ხელგამის მიერ მოწყობილ კურს-კონფერენციაზე. გამოქვეყნდა (1932-33) 10 ნაკვეთი საერთო გრფით „ქართული სალიტერაურო ენის ნორმათა დადგენისათვის.“

„ელხის“ რეორგანიზაციის (1934 წლის 20 ივლისი) შედეგად ჩამოყალიბებულ ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან უნნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით 1935 წლის 10 ივლისს შეიქმნა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია“ 18 კაცის შემადგენლობით (თავმჯდიმარე ა. შანიძე, მოადგილე ვ. თოფურია); კომისიას უნდა დაემუშავებინა სადავო საკითხები, შეედგინა თეზისები და პროექტები და წარედგინა რესპუბლიკური კომისიისათვის.

განათლების სახალხო კომისარიატის მიმართვისა და სსრკ აკად. საქართვ. ფილიალის პრეზიდიუმის 1937 წლის თებერელის დადგენილების საფუძველზე ენიმკის ქართველურ ენათა სექტორთან ჩამოყალიბდა სალიტერატურო ქართული ენის ნორმებისა და ქაეთული ორთოგრაფიის ახალი სამუშაო კომისია (თავმჯდიმარე ა. შანიძე).

1937 საჭირო გახდა კომისიის შევსება, რის შესახებაც განსახკომს თხოვნით მიმართეს ენიმკის დირექტორმა ს. ჯანაშიამ და კომისიის თავმჯდიმარემ ა. შანიძემ. განათლების სახალხო კომისარს ეთხოვა აგრეთვე, რომ ორთოგრაფიული ლექსიკონის მასალები ლიტერატურის ინსტიტუტიდან გადასულიყო ენიმკის განკარგულებაში, რათა ისინი დაჩქარებით განეხილა სალიტერატურო ქართული ენის ნორმათა დამდგენ კომისიას.

გამოქვეყნებულ ნორმათა საფუძველზე 1941 ვ. თოფურიამ და ი. გიგინეიშვილმა გამოსცეს სასკოლო „ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (II გამოც. 1946, III – 1949).

საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს 1946 წლის 25 მაისის დადგენილების საფუძველზე 1946-48 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან მუშაობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია ჯერ ს. ჯანაშიას, შემდეგ – ა. შანიძის თავმჯდომარეობით.

1953 მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მინისტრთა საბჭოს პრეზიდღიუმთან შეიქმნა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისია, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან – თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა შემმუშავებელი სამუშაო კომისია (თავმჯდომარე ი. გიგინეიშვილი).

მინისტრთა საბჭოს დადგენილებით 1953-იდან ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა ნორმათა კომისიის სამეცნიერო ბაზა – ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილება. 1966-იდან ნორმების განყოფილება გარდაიქმნა „ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებად“. მას ევალებოდა სადავო საკითხების შესწავლა და სახელმწიფო კომისიისათვის პროექტებისა და საჭირო მასალების მომზადება. განყოფილებაში დამუშავებული პროექტები ჯერ განიხილებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე და მოწონებული პროექტი დასამტკიცებლად წარედგინებოდა ნორმათა დამდგენ კომისიას.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები