თურქული ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 10 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურქული ენები – ენათა ოჯახი, გავრცელებული შუა და სამხსრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღეისპირეთში, მცირე აზსიაში. მცირერიცხოვანი თურქ. მო�დგმის ენები გეხედება უკრაინაში, ლიტუაში, პოლონეთში, მოლდავეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, ჩინეთში, , ავღანეთსა და ირანში.

თურქული ენებს, მონღოლურსა და თუნგუსურ-მანჯურიულ ენებთან ერთად, აჯგუფებენ ალთაურ ოჯახში. ურალურ-ალთაური კი ჰოთეზის მი�ხედვით, ალთაური ენები უნგრულ�ფინურ ენებთან ერთად შეადგენენ ურალურ-ალთაურ მიკროოჯახს. წინარეთურქულიდან მომდინარეობს ორი შტო: ბულგარული და საერთო თურქული. ბულგარულში იგულისხმება დღევანდელი ჩუვაშური, აწ მკედარი ბულგარული და ხაზარული ენები. საერთო თურქულის მკვდარი ენებია: ძვ. ოღუსური, უნური, ძვ. უიღურული, პაჭანიკური, ყუმანური, ყალმუხური, ძვ. უზბეკური. ეს შტო თავის მხრივ იყოფა აღმოსავლურ, დასავლურ, ჩრდილოურ და სამხრეთულ ჯგუფებად.

თურქული წარმომავლობის ძვ. ენებზე არსებობს წერილობითი ძეგლები. ამ ენებს შორის უძველესია თურქულ-რუნულ ძეგლთა ენა, რომლის ნიმუშები აღმოჩენილია უზარმაზარ ტერიტორიაზე – მდ. დუნაიდან მდ. ლენამდე. აღსანიშნავია მდ. ორხონისა და მდ. ენისეის აუზში ნაპოვნი წარწერები, რომელთა ენა ოღუზურია.

რუნული ანბანის გარდა, თურქული წარმომავლობის ტომთაგან უიღურებმა გამოიყენეს სოღდური ანბანი, რომლის ადაპტირებულ ვარიანტს შემდგომ უიღურული ანბანი უწოდეს. იგი XVIII ს-მდე გამოიყენებოდა. საერთოდ, ძვ. და საშუალო თურქული ენობრივი პერიოდები წარმოდგენილია რუნული, ორხონულ-ენისეური, უიღურული, მანიქეური, ბრაჰმანული, არაბული და ნესტორიანული დამწერლობის ძეგლებით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები