იმერული დიალექტი
იმერული – ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს ეთნოგრაფიული კუთხის – იმერეთის მოსახლეობა. „იმერეთი“ თაედაპირეელაღ ეწოდა სურამის (ლიხის) ქედის იქითა (დასავლეთის) მხარეს მთლიანად, ამის შესაბა�მისად, „იმერელი“ იყო დასავლეთ საქართვრლოს ყველა მცხოვრები. შემდეგ „იმერეთის“ მნიშველობა დავიწროვდა და ერთი კუთხის სახელად იქცა, ხოლო „იმერელმა“ ეთნიკური ერთეულის მნიშენელობა მიიღო.
იმერეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქართლი, დასავლეთით – სამეგრელო, ჩრდილოეთით – რაჭა-ლეჩხუმი, სამხრით – სამცხე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – გურია. გეოგრაფიულად ეს მხარე ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ამის შესაბამისად იმერულ კილოში გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემოიმერულს (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი) და ქვემო-იმერულს (თერჯოლა, ტყიბუი, ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). კილოკავებს შორის სხვაობა ისე დიდია, რომ ზოგი მკვლევარი მათ ცალ-ცალკე დიალექტებად მიიჩნევს (კ. კუბლაშვილი), ზოგი კი საჭიროდ თვლის შუაიმერულის ცალკე კილოკავად გამოყოფას (ე. ფანჩვიძე).
კილოკავებში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: ზემოიმერულში – ხარაგაულური, საჩხერულ-ჭიათურული, ზესტაფონური; ქვემოიმერულში – თერჯოლური, ოკრიბული, ბაღდათური, ვანური, სამტრედიული, ხონური.
იმერული გამოირჩევა როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილებების მრავალფეროვნებით. იმერულში სპორადულად დასტურდება ჲ, , ბგერები, რომელიც ამა თუ იმ
ფონემის პოზიციურ ნაირსახეობას წარმოადგენენ (შჲაჭრა, ძმაჲ, მოჲ, ჩ
ენ, მ
აჭრა..). გავრცელებუ�ლია როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა კონტაქტური ასიმილაცია (მიუტანა – მუუტანა, შეუყვარდა – შოუყვარდა, ნემსი –
ნეფსი, ტბა – ტპა.…), დისიმილაცია (შეაგდო – შიაგდო, ერთჯერ – ერთჯელ, წლეულს – წრეულს…),
ხშირია მეტათეზისის, აფრიკატიზაციის, სუბსტიტუციის შედეგად გამოწვეული ცვლილებები.