აბუსერი იოვანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:50, 7 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იოვანე აბუსერი - არტანუჯის ერისთავი დაახლოებით 1011-1030-იანი წწ. 1028 წ., როდესაც ბაგრატ IV საქართველოში ჩამოიყვანეს, არტანუჯის ერისთავად მოიხსენიება იოანე აბუსერი. მკვლევარებს იგი მიჩნიათ პირველ ერისთავად აბუსერისძეთა საგვარეულოდან.
წყაროები და ლიტერატურა
მატიანე ქართლისაჲ 1955: 293; ჟორდანია 1892: 192, 122-123; მუსხელიშვილი 1941: 19; ბახტაძე 2003: 265.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017