ლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:41, 22 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ლ“ ქართული ანბანის მეთერთმეტე (ძველი ქართული ანბანის მეთორმეტე) ასო, მისი სახელია „ლასი“: გრაფიკული სიმბოლო ლატერალური სონორი ფონემისა, ასომთავრულში იწერებოდა Ⴊ მისი მოხაზულობა წრისა და ხაზების კომბინაციაა. რომელიც კვადრატულ არეს იკავებს, ნუსხური ⴊ კუთხოვანი ფორმისაა, მარჯვნივ გადახრილი და ოთხხაზოვანი სისტემის შუა ორ ხაზშია მოთავსებული. ლ-ს მხედრულში საყრდენი ფეხი აქვს და ქვედა სამ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნაცდა ოცდაათს (30).