კუმურდოს წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 30 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუმურდოს წარწერები – 904, XI, XVI სს-ის ქართული ასომთავრული რელიეფური და ამოკვეთით შესრულებული წარწერები, რომლებიც მოთავსებულია კუმურდოს კათედრალური ტაძრის (ისტ. ჯავახეთში, ახალქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მე-12 კმ-ზე) კედლებზე. კუმურდოს წარწერები მრავალფეროვანია შინაარსითა და დანიშნულებით – სამშენებლო, მემორიალური, გამარტებითი, სააღაპე. მთავარი, თავდაპირეელი საამშენებლო წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავზე. წარწერა გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მასში იშვიათი სიზუსტიორ არის მითითებული ტაძრის მშენებლობის დასრულების თარიდი. მისი ტექსტი ასეთია:

„შეწევნითა ღმრთისაჲთა. იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაჲ ჴელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაჲთა, ლეონ მეფისა ზჱ, ადიდეღმერთმან. ქრონიკონსა რპდ, (თუესა მაისსა ა, დღესა შაფათსა, ა მთუარისასა. ერისთვობასა ზუიაჲსსა: ესე ბალავარი მან დადვა: ქრისტე, შეეწიე მონასა შენსა. ამენ“. ამის მიხედვით, კუმერდოს ტაძარი აუშენებია იოანე ეპისკოპოსს ლეონ აფხათა მეფის დროს, 964 წელს, ადგილობრივი ხელისუფლის ზუიას ერისთავობისას. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა საკოცარი.

ასევე 964-ით თარიღდება ტაძრის კიდევ ათამდე წარწერა – იოვანე ეპისკოპოსის მემორიალური აღმოსავლეთ ფასადზე, მაშენებელთა, კვერექსი და გიორგისა, როგორც ჩანს, სამუშაოთა ხელმძღვანელისა („საქმესა ზედამდგომისა“, შდრ. ოშკის წარწერა) ტაძრის სამხრეთ შესასელელის არქიტრავის მარჯვენა კუთხეში, ვაჩე ერისთავის სააღაპე სამხრეთ ფასადზე: ადამის, ევას, ცისა და ქვეყნის, ადამიანის თავის რელიეფების სახით გადმოცემული სიმბოლური გამოსახულებებისა ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების ნიშებში და სხვ.

X-ს. II ნახ. დღა XI ს. I ნახ-ით თარიღდება ტაძრის სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილი შვიდი სააღაპე წარწერა, რომლებიც გვამცნობენ, რომ სხვადასხვა კუმურდოელ ეპისკროპოსს სხვადასხვა დროს აღაპები დაუდგენია სხვადასხვა პირთათეის. ერი-ერთი მათგანის ტექსტი ასეთია: „სახელითა ღმრთისაჲთა. მე, გრიგოლ ეპისკოპოსმან დაუდევ აღაპად ბზობის პარასკევი მოლოზონს – ღღესასწაული წმიდათა მღდელთ – მოძღუართა, ვინ სრულობით არა გარდაიჴადოს, კრულია ამით ხატითა და ჩუენითა ჯუარითა, ფასი სრული აგუიღია”

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები