ბაღვაში ლიპარიტ (III)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიპარიტ (III) ბაღვაში - კლდეკარის ერისთავი დაახლოებით 1021-1028 წწ. შეპიაკის წარწერის თანახმად, იგი იყო რატი (I)-ის ძე, რომელსაც მამის სიცოცხლეშივე მიუღია კლდეკარის ერისთავობა: „სახელითა ღ(მრ)თისითა აღვაშენე წმიდაი ესე ეკლესიაი ზეობასა, ადიდენ ღმერთმან, რატ ერისთავისა სალოცველად, მზეგრძელობისა და სულისა მათისათუის და სალოცავად ძისა მათისა ლიპარიტ ერისთავისა“.


წყარო და ლიტერატურა

შოშიაშვილი 1980: 238. მ. ბახტაძე 2003: 177.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები