საყოფაცხოვრებო ლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:57, 30 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საყოფაცხოვრებო ლექსი – ხალხური პოეტური ნაწარმოები, რომლის ასახვის ობიექტი ადამიანთა ყოფაცხოვრებაა. მის თემატიკას განეკუთვნება ოჯახი, ოჯახის წევრთა ურთიერთობა, სტუმარმასპინძლობა. საყოფაცხოვრებო პოეზია გარკვეული სოციალური ფუნქციის მქონეა. იგი რეალისტურად და მაღალმხატვრულად,: საზოგადოებრივი განვითარების ამა თუ იმ ეტაპის შესაბამისად. გვიჩვენებს ქართველი ხალხის ყოფაცხოვრების დამახასიათებელ მხარეებს. აქ განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის თემაზე შექმნილი ლექსები გამოიყოფა.
ტრადიციული ხალხური ლექსის მიხედვით, სტუმარი მზის სინათლესთანაა გატოლებული: „შორით მოდიან სტუმრები, სინათლეს ჰგვანან მზისასაო“. შექებულია სტუმართმოყვარე მასპინძელიც გულად კაცთან შედარებით პურადს უპირატესობა ენიჭება.
- არშის თავს ვეფხვი დავკოდე, სამჯერ საომრად მეტია.
- პურადი კაცი მამაცზე სამის გაფრენით მეტია.
მავე ჟანრში ყურადღებას იქცევს სუფრული სიმღერები.
გ. შეთეკაური
ლიტერატურა
- ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, II, ხევსურული, ტფილისი, 1931, გვ. 015; 198-201;
- შ. ასლანიშვილი, ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ, თბ., 1954, გვ. 241-243;
- მ. ჩიქოვანი ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956, გვ. 321;
- ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1965, გვ. 384-441;
- ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, II, თბ. 1968, გვ. 265-287;
- გ. შეთეკაური სტუმარ-მასპინძლობის ასახეა ქართულ ხალხურ პოეზიაში, „მნათობი“, 1968, №7, გვ, 146-152.