ლეჩხუმური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:17, 31 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეჩხუმური დიალექტიქართული ენის დიალექტი, საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხის – ლეჩხუმის – მცხოვრებთა მეტყველება.

ლეჩხუმს აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, დასავლეთით – სამეგრელო, ჩრდილოეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი.

„ლეჩხუმური კილოკავურად ერთიანია და თუ რაიმე დიფერენციაცია შეიმჩნევა, ეს აიხსნება მომიჯნავე კილოთა თუ ენათა გავლენით“. მომიჯნავე კილოები რაჭული და იმერულია, მომიჯნავე ენები – სვანური და ზანური.

ლეჩხუმურში დასტურდება ჲ, Uuuu.JPG, ჷ. ჲ გვხვდება:
ა) ა → ე დაბოლოების მქონე სახელებთან ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში: ბიცოლეჲს, ბიცოლეჲთ;
ბ) კონტამინირებულ ფორმებთან სახელობით ბრუნვაში: დედა|| დედე → დე– დაჲე.
Uuuu.JPGდასტურდება:
ა) თანხმოვნის მომდევნოდ ხმოვნის წინ: ყUuuu.JPGა; ბ) ხმოვნის მომდევნოდ თანხმოვნის წინ: ბეUuuu.JPGრი.
ჷ დამოწმებულია მავრცობი -ე ხმოვნის პოზიციაში:
კაცსე II კაცსჷ. სპორადულად ისმის გრძელი ხმოვანი, მიღებული ორი ხმოვნის შერწყმით: მერე → მეე → მე

ლეჩხუმურში ფართოდაა წარმოდგენილი ფონეტიკური მოვლენები:
აე → ეე: ბიძაები → ბიძეები;
ოე → ეე: ჩამოეკიდა – ჩამეეკიდა;
აი → ოი → ეი: ბიცოლაი, –. ბიცოლეი – ბიცოლე;
აუ → ოუ: შინაური → შინოური;
ეუ → ოუ: აპეური → აპოური;
ოუ, იუ → უუ: მიუდგება → მუუდგება;
აო, ეო → ო: მეორე → მოორე;
ეა → ია: შეაქო → შიაქო;
ოა → უა: მოაქეს → მუაქ:
ოე → უე: მოესწრა → მუესწრა;
ვე → ო: ფართოდაა გავრცელებული ყველა პოზიციაში: სჩვევია → სჩოვია;
ვი → უ: წვიმს → წუმს, ღვინო → ღუნო.
თაეკიდური ო ხმოვნის წინ ვითარდება ვ || Uuuu.JPG: ორი – ვორი.

გვხედება თანხმოვანთა როგორც რეგრესული (სავსე → საფ-სე), ასევე პროგრესული (წახდება → წახთება) ასიმილაციის შემთხვევები, თახმოვანთა დისიმილაცია: არაფერი → არაფელი; სულელი → სუჩელი. ხშირია ბგერათა დაკარგვა და ჩართვა (ხშირად – ერთი და იმავე ბგერისა ერთსა და იმავე პოზიციაში). სისტემურად იკარგვის ს: ეს კაცი → ე კაცი, ქოთანს → ქოთან, ტყის კაცი → ტყი კაცი. არის → არი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები