მეგრული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:36, 2 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეგრული ენა – მეგრული, მეგრელების – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის მეტყველება. აქვს ორი დიალექტი: დასავლური (შემადგენელი კილოკავების სახელწოდებათა მიხედვით – ზუგდიდურ-სამურზაყანული) და აღმოსავლური (სენაკურ-მარტვილური). განსხვავება მათ შორის, უმთავრესად,ლექსიკურია.

მეგრულში არის ექვსი ხმოვანი: შუა რიგის – ა, ჷ, წინა რიგის (პალატალური) – ე, ი, უკანა რიგის (ლაბიალური) – ო, უ. მათგან ა დაბალი აწეულობისაა, ე, ო – საშუალოსი, ი, ჷ, უ – მაღლისა. ჷ ზუგდიდურ-სამურზაყანულისთვისაა დამახასიათებელი, სენაკურ-მარტვილურში მის ადგილას ი ან უ გვაქვს (შდრ. ჭჷნჷ – ჭინუ „წნელი“), ორი ხმოვნის შეერთებითა და ფონეტიკური გარდაქმნებითაა მიღებული ორმაგი (ე. წ.„გრძელი“) ხმოვნები: აა, ეე, იი, უუ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები