მეტყველება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:28, 3 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტყველება

1. ლაპარაკი, საუბარი, რომლის საშუალებითაც მყარდება ურთიერთობა.

2. მეტყველება განისაზღვრება როგორც ენის (langue), ანუ ენობრივი სისტემის სამეტყველო რეალიზაცია. იგი ფსიქო-ფიზიკური ფენომენია, რომლის მეშვეობითაც ხდება ენის სისტემის აქტუალიზაცია საკომუნიკაციო აქტებში. მეტყველება არის სისტემის ინდივიდუალური გამოყენება. მეტყველება კონკრეტულია და წარმოიქმნება ენის სისტემაში არსებული კოდის საფუძველზე.

მეტყველების, როგორც ლინგვისტური ცნების, გამოცალკევებასა და მოგეიანებით მის ცალკე შესწავლას საფუძველი დაუდო ფ. დე სოსიურის მიერ ენისა (langue) და მეტყველების (parole) ერთმანეთთან დაპირისპირებამ. რამდენადაც სხვა ევროპული ენების შესაბამისი ტერმინები – Sprache – Rede (გერმ) ან language – speech (ინგლ.) – არ გამოხატავენ ზუსტად იმ აზრს, რაც სოსიურმა ჩადო ამ ცნებების დიქოტომიაში, ეს ტერმინები ხშირად სწორედ ფრანგული ვარიანტით იხმარება სხვადასხვა ენაში; უფრო გვიან შემოვიდა ტერმინები competense „კომპეტენცია“, „ცოდნა“, vs performanse „ქმედება“, „გამოყენება“ (ნ. ჩომსკი), რომლებიც ამავე დაპირისპირებას ასახავენ და თუმცა უფრო შეზღუდულად, მაგრამ მაინც იხმარება langue და parole-ის სანაცვლოდ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები