მოხეური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:52, 5 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოხეურიქართული ენის დიალექტი, გავრცელებულია საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში – ხევში.

ხევი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, თერგის აუზში. აღმოსავლრთით მას ხევსურეთი ესაზღერება, სამხრეთით – მთიულეთი, ჩრდილოეთით – ჩრდილო ოსეთი, დასავლეთით – შიდა ქართლი. ხევში, გარდა მოხევეებისა, ცხოვრობენ ხევსურები, ქისტები, ოსები. ხევზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

მოხეურის ფონოლოგიური თაეისებურებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

დაცულია ფონემა ჴ: ჴარი, ჴმალი, ჴოცს…, თუმცა ახალი თაობის მეტყველებაში იგი თითქმის აღარ ისმის. შედარებით მკვიდრია უმარცვლო Uuuu.JPG-ს პოზიცია. ზოგჯერ მას სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციაც აქვს: სველი „დასველებული“ – სUuuu.JPGელი „შრატი, წაქი“; შეინიშნება ხმოვნის ფშევინიერი და იოტისებული შემართვის კვალი: ჰეკალი || ჲეკალი… ჩაკითხვისა და კითხვით-ძახილის ინტონაციისას თავს იჩენს მახვილიანი Ss wertilit.PNG: ძაუგს მიდიხარ? ძაუგსSs wertilit.PNG. ხმოვანთა ძლიერი რედუქცია: შკმები „სკამები“, ნიკბის „ნიკაპის“… დასტურდება დისიმილაციური გამჟღერების შემთხვევები: პატარა – ბატარა. მოხეურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფონეტტიკური თავისებურებაა კომპლექსთა ნაირსახოვანი ცვლილებები: შხ → ჩხ (შხამა → ჩხამა): ჩქ → შქ (გააჩქარე → გააშქარე); სხ → ცხ (სხვა → ცხო) და პირიქით: ცხ → სხ (ცხიმიანი → სხიმიანი), სტ → შტ (ქისტი → ქიშტი); სკ → შკ (სკამი →შკამი)…

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები